ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დროის საკითხია

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დროის საკითხია,  - ამის  შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის, რომ მილიარდერ ოლიგარქს პრობლემები აქვს, ამას თავადვე არ მალავს. 

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დროის საკითხია,  ფაქტია,  რომ ის არის მონიტორინგის ქვეშ,  არის შეზღუდული ბევრი მიმართულებით, მისი ეკონომიკური საქმიანობა, ტრანზაქცია არის შეზღუდული. ეს  ყველაფერი არ იმალება,  პირველ რიგში,  ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი ადვოკატებისა და მისი წარმომადგენლების მიერ ხელისუფლებაში, რომლებსაც  აქვთ პრეტენზია, იყვნენ პასუხისმგებელნი ქვეყნის სვე-ბედზე, მაგრამ თუ რამე ადარდებთ მათ,  ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი. 

ჩვენ, ალბათ, ბევრ რამე ჯერ კიდევ ვერ გავიგებდით, თუ რა ხდება, რომ არა თავად ბიძინა ივანიშვილი,  ეს ადამიანი არ მალავს, რომ მის მიმართ ხორციელდება ეკონომიკური მონიტორინგი, გამადიდებელი შუშით უყურებს მთელი ცივილიზებული სამყარო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები