გიორგი გაბუნია - ჩვენ გვინდა, აშშ უფრო კატეგორიული და ქმედითი იყოს, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს

ჩვენ გვინდა,  აშშ  უფრო კატეგორიული და   ქმედითი იყოს, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს, -ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა. 

მედიამენეჯერები აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე მივიდნენ.  ისინი აშშ-ის ელჩისგან გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ქმედით დახმარებას ითხოვენ. 

"ჩვენ პირადად კელი დეგნანთან გვექნება  შეხვედრა.  უმთავრესი ჩვენთვის არის  ნიკა გვარამიას გათავისუფლება. არა იმიტომ,  რომ ის ჩვენი გენერალური დირექტორია, არა მარტო იმიტომ,  რომ ის ჩვენი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს უსამართლობის ჯაჭვი დასრულდეს. როდემდე შეიძლება ჩვენ ამ რეჟიმში ვიცხოვროთ, როდესაც ვიღაცას იჭერენ, მერე უშვებენ?  მუდმივად ამ ვაჭრობის ფონზე მიდის ჩვენი ცხოვრება.  ჩვენ გვინდა რომ ამერიკა  - აშშ-ს ელჩი წარმოადგენს ჩვენთვის შეერთებულ შტატებს, იყოს უფრო კატეგორიული უფრო ქმედითი, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს“, - განაცხადა გაბუნიამ. 

მისივე თქმით, ისინი ელჩს კორუმპირებული მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესების თხოვნითაც  მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები