ლალი ჯავაშვილი - პრაქტიკულად არის მშიერი, მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში არაფერი მიუღია საკვების სახით

აპელირება იმაზე, რომ კვლევებს დიდი დრო სჭირდება, არანაირად არ გამოდგება, - ამის შესახებ ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ექიმი ნევროლოგი ლალი ჯავაშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" კვლევები უნდა ჩატარებოდა. 

"აპელირება იმაზე, რომ არასაკმარისი დრო არის და კვლევებს დიდი დრო სჭირდება, არანაირად არ გამოდგება ამ სიტუაციაში. ნებისმიერი  ტიპის კვლევისთვის 5 დღე არის აბსოლუტურად საკმარისი. პრაქტიკულად არის მშიერი.  მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში მას არაფერი  მიუღია საკვების სახით.  ალბათ,  კვებავენ პარენტერალურად, საკვები სითხეები  გადაესხმება ვენაში. გამოსავალი რჩება ერთადერთი,  მისი დროული გაგზავნა უცხოეთში სამკურნალოდ“, - განაცხადა  ლალი ჯავაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში  12 მაისს გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები