"განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჭიათურაში 9 პროექტი განხორციელდა

იმერეთში 2022 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 132 000 000 ლარის ღირებულების 1200 პროექტია დაფინანსებული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა შოთა კაკაბაძემ და გუბერნატორის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. 

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, საჩხერესა და ჭიათურაში, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და მშენებელი კომპანიებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. 

"იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მოვინახულეთ ოთხი მუნიციპალიტეტი: საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი და თერჯოლა, სადაც ჯამში სამუშაოები შეადგენს 38 000 000 ლარს. შედეგად ეს მუნიციპალიტეტები მიიღებენ ახალ საავტომობილო გზებს, წყალმომარაგების ახალ სისტემებს, სკოლებს, ბაღებს. მონიტორინგის ფარგლებში რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ რეაბილიტაცია-მშენებლობების ყველა ვადა იყოს დაცული“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

"ყველა იმ პროექტის გარდა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ხორციელდება პროექტები, რომლებიც ფინანსდება სხვადასხვა ფონდებითა და პროგრამებით. 2022 წელს 132 000 000 ლარის 1200 პროექტია დაფინანსებული იმერეთის მხარეში. ამ პროექტებში შედის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მთის ფონდი, რეგიონული ფონდი, ევროკავშირის პროექტები და სხვადასხვა დაფინანსების წყაროები, რაც ჯამურად შეადგენს 1200 პროექტს. დღეს უკვე რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოვინახულეთ მიმდინარე პროექტები და სასიხარულოა, რომ სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, პრაქტიკულად ინფრასტრუქტურის მთელი სპექტრი არის მოცული“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. 

საჩხერეში ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შედეგად სოფელ ქორეთისა და კალვათას ასევე, პასიეთის დასახლებაში მცხოვრები 870 ოჯახი ისარგებლებს წყალმომარაგებით. საპილოტე რეგიონების ინტერგირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საჩხერეში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის "მოდინახის ციხის" მისასვლელისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც ხორციელდება. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. 

მონიტორინგის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიათურაშიც დაათვალიერეს.  პროექტის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში 9 პროექტი განხორციელდა. მოეწყო შადრევანი, სკვერი, სკეიდბორდის მოედანი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებსა და ტროტუარებს. ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამი პროექტი ხორციელდება. 

მოცემულ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს: ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა, გედების ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ჭიათურის შემოსასვლელში, სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე, ქალაქზე გადმოსახედი სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება. 

პროექტი მოიცავს გადმოსახედის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის სრულად განვითარებას. კერძოდ, ეწყობა სკვერი, გაზონები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სივრცე. 

ჭიათურის შემოსასვლელში გადმოსახედის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები