"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და მის მიერ განხილული საქმეების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის, ასევე მის მიერ განხილული საქმეების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

ლაშა ჩხიკვაძე 15 წელია მოსამართლეა: 2007-2013 წლებში მუშაობდა სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში; 2013 წლის 6 თებერვალს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2019 წელს თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ლაშა ჩხიკვაძის სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.

მოსამართლე ჩხიკვაძის სახელს უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გიგი უგულავას (თბილისის ყოფილა მერი), ბაჩო ახალაიასა (თავდაცვის ყოფილი მინისტრი) და ირაკლი ოქრუაშვილის (შინაგან საქმეთა და თავდაცვისა ყოფილი მინისტრი) სისხლის სამართლის საქმეები.

კითხვები მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით

2021 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ზაზა გველესიანი, რომელიც ამავე საქმეში მოწმედ ფიგურირებდა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ახლო მეგობარი იყო. ზაზა გველესიანი იმ მედია ჰოლდინგის  დირექტორია, რომელიც „რუსთავი 2”-ს მართავს და ეკუთვნის მისი მაუწყებლობის უფლება. შესაბამისად, ჰოლდინგის დირექტორს საქმის შედეგის მიმართ გააჩნდა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძემ არ უარყო ზაზა გველესიანთან ახლო მეგობრობა და რეგულარული კომუნიკაცია, აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლე  ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

ბრალდებები მოსამართლეზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ ზეგავლენასთან დაკავშირებით ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა. საქმე ეხება 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც ლაშა ჩხიკვაძეც მონაწილეობდა. ავტოავარიაში 6 მანქანა ფიგურირებდა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, ხოლო ერთ-ერთი გარდაიცვალა. პროკურატურის განმარტებით, შემთხვევაში მონაწილე პირების რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა და 2015 წლის 8 მაისს გამოძიება შეწყდა. საგანგებოდ გავრცელებულ ამავე განცხადებაში, პროკურატურამ უარყო, რომ “თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ასევე ვინმეზე და კონკრეტულად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება”.გახმაურებული საქმეები, რომლებიც ლაშა ჩხიკვაძის სახელს უკავშირდება

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშილის საქმე

პროკურატურა გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავებოდა.  ამ საქმეზე  განაჩენის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე, საკონსტიტუცო სასამართლომ 9-თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის ხელოვნურად გაგრძელება არკონსტიტუციურად ცნო. ამ გადაწყვეტილების შედეგად, გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მეორე დღესვე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ  სხვა საქმეზე („თბილსერვისჯგუფის“ საქმე) უგულავა დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და ექვსი თვის ვადით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დროში ამგვარი დამთხვევა და დაჩქარებული წესით განაჩენის გამოცხადება აჩენდა  განცდას, რომ ხელისუფლების მიზანი გიგი უგულავას საპატიმრო დაწესებულებაში დაუყოვნებლივი დაბრუნება იყო. 

ბაჩო ახალაიას საქმე

2013 წელს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში სამი საქმის განხილვა მიმდინარეობდა, მათ შორის ერთ-ერთს ლაშა ჩხიკვაძე განიხილავდა. კითხვებს ბადებდა ამ საქმეებზე მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, ვინაიდან სამივე საქმის განმხილველი მოსამართლე სხვადასხვა სასამართლოებიდან ერთსა და იმავე დროს გადმოიყვანეს. კითხვებს განსაკუთრებით ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს თავმჯდომარეს, გამონაკლის შემთხვევაში, თავად შეეძლო საქმეთა კონკრეტულ მოსამართლეებზე გადანაწილება.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ლაშა ჩხიკვაძე განიხილავს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს ირაკლი ოქრუაშვილს, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, 2004 წელს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე  ბრალდება 2019 წლის 19 ნოემბერს, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე წარედგინა.

ოქრუაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებას წინ უძღოდა მისი არაერთი განცხადება, სადაც იგი ღიად საუბრობდა, რომ პროკურატურას წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებში  ეხმარებოდა, კერძოდ, აფიქსირებდა იმგვარ პოზიციებს რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებში იყო.  ამასთანავე, მან ღიად განაცხადა, რომ 2016 წელს მას მოსთხოვეს, უარი ეთქვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებთან დაკავშირებით მოთხოვნებზე, რასაც ის არ დათანხმდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები