ვატო წერეთელი - ყველა გზას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად

ყველა გზას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად, -  ამის შესახებ „ტვ პირველის“ ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა აშშ-ის ელჩთან მედიამენეჯერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

მისი თქმით, აშშ-ის ელჩს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს. 

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მადლობას ვუხდი ელჩს ამ შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამია დაუბრუნდეს თავის ოჯახს და თავის საქმიანობას. შეხვედრა დიდხანს გაგვრძელდა, ჩვენ მას ჩვენი წუხილები გავუზიარეთ. არ შეიძლება ქვეყანაში პრეზიდენტი ციხეში კვდებოდეს, ტელევიზიის დირექტორი ციხეში იჯდეს, ჩემი ოჯახი ციხის გზას ადგეს, „ფორმულას“ დირექტორი და დამფუძნებელი გზად იყოს ციხისკენ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი“, - განაცხადა ვატო წერეთელმა. 

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს, წერეთლის თქმით, მედიამენეჯერები მზად არიან პრეზიდენტთან შესახვედრად, თუ სალომე ზურაბიშვილი თანახმა იქნება.

"ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ სალომე ზურაბიშვილს, ყველა გზას და შესაძლებლობას გამოვიყენებთ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად“, - განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები