კახა გოგოლაშვილი - ძალიან დიდი შანსია უკრაინას და მოლდოვას მიანიჭონ ეს სტატუსი, საქართველო კი ჯერჯერობით გვერდზე დატოვონ

ასეთი საეჭვო გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს მიერ უკვე არგუმენტია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტისათვის, რომ პროცესი შეაჩერონ,  - ამის შესახებ Front News-ს "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა "მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ  განუცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის კაბდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად საქართველოს ისედაც არ ჰქონდა მყარი პოზიცია. 

"ოპოზიციური არხის მენეჯერის დაკავება ხდება იმ დროს,  როდესაც პრემიერი ბრიუსელში  უნდა წავიდეს,  სადაც მან უნდა ისაუბროს ევროკავშირის  კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების პერსპექტივაზე.  ან საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე, ან განზრახ იქცევიან ასე,  რომ ეს სტატუსი არ მოგვენიჭოს. ისედაც  ევროკავშირში პრეტენზია ჰქონდათ ჩვენთან,  რომ სასამართლო სისტემა არ არის მიუკერძოებელი, რომ პოლიტიკური გავლენებია.  ასეთი საეჭვო გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს მიერ უკვე უბრალოდ არგუმენტია წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტისათვის, რომ ეს პროცესი შეაჩერონ.  ეს რა თქმა,  აღიქმება როგორც ოპოზიციურ  მედიაზე ზეწოლა. ჩვენ ისედაც არ გვქონდა მყარი პოზიციები,  ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რომც დაგვიჭირონ მხარი, ევროპარლამენტი დაგვბლოკავს. ძალიან დიდი შანსია უკრაინას და მოლდოვას მიანიჭონ ეს სტატუსი, საქართველო კი  ჯერჯერობით გვერდზე დატოვონ“, - განაცხადა გოგოლაშვილმა. 

რაც შეეხება „ასოცირებულ ტრიოს“, გოგოლაშვილის თქმით, ეს ტრიო ოფიციალურად არავის გამოუცხადებია, ამდენად არც ამ ტრიოდან „ჩახსნას“ ჭირდება რაიმე პროცედურა.

მისი თქმით,  ყველა ქვეყანას ინდივიდუალურად მიუდგებიან და გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება. 

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა და ევროკავშირის კითხვარიც შეავსო. გადაწყვეტილება ევროკავშირმა ივნისის ბოლოს უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები