ელენე ხოშტარია - ევროკავშირში კარები არის შეღებული, ჩვენ კი ამ პროცესს დარტყმას ვაყენებთ

ევროკავშირში კარები არის შეღებული, ჩვენ კი ამ პროცესს დარტყმას  ვაყენებთ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით, საგანგაშოა, რომ კრიტული მედიის მენეჯერის დაკავება ევროინტეგრაციისათვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში ხდება.  

"ძალიან საგანგაშოა, რომ მისი დაკავება დაჩქარებული წესით ემთხვევა სწორედ ევროკავშირში კითხვარის გაგზავნის და იქედან პასუხის მოლოდინის პერიოდს, უშუალოდ კვირები გვაშორებს ამ მომენტს. ევროკავშირში კარები არის შეღებული, ჩვენ ამ პროცესს ვაყენებთ პირდაპირ დარტყმას“, - განაცხადა ხოშტარიამ. 

მისი თქმით, სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარეა, რომ ეჭვებისა და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის ჩაშლის ფაქტი. 

"იმის ფონზე,  რომ დღეს სტოლტენბერგს ჰქონდა სხვა შეხვედრები, ახსნა-განმარტების გარეშე მსგავსი ფაქტი, რა თქმა უნდა,  არის საგანგაშო, არასასიამოვნო და იწვევს ეჭვებს.  ყველაფერი იმის ფონზე,  რაც ჩნდება ჩვენი ევროალანტიკური ინტეგრაციის კუთხით,  საბოლოო ჯამში,  ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად, რომ ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი  ქვეყნის ბედი დავაზიანოთ ვიწროპარტიული ინტერესების გამო“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დღეს ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის და სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმებული იყო, მოგვიანებით განახლებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიიღებს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება, ფოტო მასალას კი ალიანსის პრესსამსახური გაავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები