ნინო ნადირაძე - პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას, აგრძელებს დაკვირვების რეჟიმში ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში

ბატონი მიხეილის სურვილით თავს ვიკავებთ კვლევების ფორსირებულად ჩატარებისკენ, ის გვიცხადებს სრულ ნდობას, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა  ნინო ნადირაძეს ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობის მიმდინარეობით კმაყოფილია და ყველა პროცერდურა მასთან შეთანხმებით ტარდება, რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ნინო ნადირაძის თქმით, ლაბირატორიული შედეგები და დიაგნოზები არ შეცვლილა. 

"პაციენტი გადმოიყვანეს 12 მაიის სტაციონალური მკურნალობისთვის, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, რაც საკვების მიუღებლობისგან იყო მოსალოდნელი. 

რაც შეეხება კვლევებს, ლაბორატორიულმა მონაცემებმა მოგვცა საშუალება, რომ შემდგომი ინსტრუმენტალური კვლევები პაციენტთან შეთანხმებით დავგეგმოთ. 

ჩვენ მასთან ჯენლტმენური შეთანხმება და საკმაოდ კარგი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ფორსირებულ რეჟიმში კვლევები არ ყოფილიყო და თანმიმდევრულად გაკეთებულიყო. მივდივართ ბოლოსკენ, დიაგნოზები იგივე რჩება, ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის.

თვითონ პაციენტთან გვაქვს შეთანხმებული ყოველთვის ნებისმიერი კვლევა, რასაც ვუპირებთ, ბატონ მიხეილს ამაზე, რა თქმა უნდა, მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ამის შემდეგ ის გვაძლევს თავის ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება.

პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას და მწყინს ხოლმე, როდესაც თქვენგან მესმის სხვადასხვა შეფასებები. თავს ვიკავებთ ასეთ ფორსირებულ რეჟიმში, თვითონ ბატონი მიხეილისვე სურვილით, რომ სწრაფად, ფორსირებულად არ მოხდეს ამ კვლევის ჩატარება. 

ბატონი მიხეილი აგრძელებს კვლავ დაკვირვების რეჟიმში ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი, გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტურმენტული კვლევები, გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა სრული.

რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ არ ამბობენ, მე მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ ეს პაციენტის ჯანმრთელობას ეხება, ეს არ არის საჭორაო თემა“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობის საფუძველზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებსა და პირად ექიმს სრული დოკუმენტაცია გადასცეს, თუმცა, "ეს არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი".

"მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე, პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენი მკურნალობის ტაქტიკაზე, არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე, შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგ. მე მინდა ბატონი მიხეილი იყოს კარგად, მე მინდა პაციენტი იყოს კარგად და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვინ რას აპირებს, არ ვიცით", - განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები