ნიკა მელია - განგებ დააკავეს ნიკა გვარამია, ცდილობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი არ მოგვცენ

განგებ დააკავეს ნიკა გვარამია, ცდილობენ, რომ ევროკავშირის  კანდიდატი წევრის სტატუსი არ მოგვცენ,  -   ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “მთავარი არხის“ სოლიდარობის აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოება უნდა იყოს აქტიური როგორც არასდროს,  რომ ევროინტეგრაციის  შანსი არ დაკარგოს. 

"საქართველოს  ერთი თვის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება, რომელიც გადაწყვეტს ქვეყნის საგარეო კურსს.  ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს,  რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი არ მივიღოთ. ძალდატანებით შეავსეს  განაცხადი. ახლა განგებ დააკავეს ნიკა გვარამია, რომ ამ გზიდან მარტივად გადაუხვიონ და ამის ტვირთი ისევ ჩვენს პარტნიორებს აკიდონ და თქვან, რომ მათ არ მიგვიღეს, რადგან უნდათ ომში ჩაგვითრიონ. 

ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოება უნდა იყოს აქტიური. ზღვარი აქ მედიას, პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის  წაშლილია“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები