ლევან მამალაძე - დავბრუნდი სამშობლოში, 19 წელია, გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი, რადგან იყო უსამართლობა

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც ქვეყანა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დატოვა,  საქართველოში  19 წლის შემდეგ დაბრუნდა. 

მამალაძემ ქვეყანაში დაბრუნება პარლამენტის მიერ მიღებული  ამნისტიის შედეგად შეძლო.  ის სასამართლოს მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლა. 

მისი  განცხადებით,  პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს,  თუმცა პოლიტიკის „ახლო“ სფეროში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. 

"დავბრუნდი სამშობლოში, 19 წელია, ეს გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი, რადგან იყო უსამართლობა.  პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ.   დიდი ხანი ვიყავი პოლიტიკაში, მეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები. პოლიტიკასთან  ახლოს ვაპირებ ყოფნას“, - განუცხადა ლევან მამალაძემ „ტვ პირველს“. 

ლევან მამალაძეს სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და თავისუფლების  17 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შემოსავლების დამალვაში ედებოდა. საქართველოს დატოვების შემდეგ მამალაძე წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა.

უახლესი ამბები