ბაიდენი ფინეთს და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანებამდე აგრესიისგან დაცვას პირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ის მიესალმება და მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.

მისი თქმით, მათი სწრაფად გაწევრიანებისთვის აშშ-ის კონგრესსა და ნატო-ს მოკავშირეებთან იმუშავებს.

"ფინეთი და შვედეთი აშშ-ის ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორები არიან. ნატო-ში გაწევრიანებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, აშშ შეინარჩუნებს მის აქტიურ სწავლებასა და არსებობას ბალტიის ზღვის რეგიონში. ვიდრე მათი ნატო-ში გაწევრიანება განიხილება, აშშ იმუშავებს ფინეთთან და შვედეთთან, რათა შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების წინაშე და შეაკავოს აგრესია ან აგრესიის საფრთხე“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი 19 მაისს ვაშინგტონში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონს უმასპინძლებს.

უახლესი ამბები