4 ტელევიზია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ერთობლივ წერილს გადასცემს

სასტუმრო „ქორთიად მერიოტთან“, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე შეხვედრებს მართავს, მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. 

ჟურნალისტებს სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას და ასევე ოლიგარქის დასანქცირების მოთხოვნას უკავშირდება.  

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ნათია გოგსაძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს 4 კრიტიკული არხის წერილს გადასცემენ. 

„4 ტელეარხის წერილს გადავცემთ დერეკ შოლეს, რომელშიც თავიდან ბოლომდეა აღწერილი ის დრამატული ვითარება,  რომელიც ქვეყანაშია. ჩვენი აქცია-პერფირმანსიც ამას გამოხატავს,  გვახრჩობს, გვაჩუმებს და ვერ მოგვახრჩო, ვერც დაგვადუმებს, ამის აღწერას ვახდენთ. 

თავისუფალი სამყაროს ლიდერ ქვეყანას,  შეერთებულ შტატებს ახლა შესწევს ძალა გავლენა მოახდინოს  ამ პროცესებზე, ჰქონდეს რეაქცია დემოკრატიის დრამატულ უკუსვლაზე, რომელიც არის საქართველოში. 

ახლა ნიკა გვარამიას დაკავება ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის პრობლემა კი არა,  ქვეყნის პრობლემაა, რადგან მომენტი, რომელიც ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“  შეარჩია, განსაკუთრებით დამაზიანებელი და სახიფათოა“ , - განაცხადა ნათია გოგსაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები