ზურაბ ჯაფარიძე - აქამდე ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ფეხებზე დაიკიდებდა დასავლეთიდან მომავალ კრიტიკას

აქამდე ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ფეხებზე დაიკიდებდა დასავლეთიდან მომავალ კრიტიკას, ახლა გვყავს პირველად ხელისუფლება, რომელიც იმეორებს პუტინის რიტორიკას,   - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან დერეკ შოლესთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე  სხვა საკითხებთან ერთად მილიარდერი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებაც ისაუბრეს. 

"საუბარი იყო ყველა პრობლემაზე, რაც საქართველოში არის, პირველ რიგში დემოკრატიაზე. 

აინტერესებდა ყველა პოლიტიკური პარტიის მოსაზრება. 8 პარტია ვიყავით წარმოდგენილი და სათითაოდ მოუსმინა ყველას.   რაც ხდება ქვეყანაში, შეფასებებთან  დაკაშირებით პრინციპული სხვაობა არ ყოფილა.  რა შეიძლება ამერიკამ გააკეთოს, რომ დაეხმაროს ქვეყანას, ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილებული.  

ჩემი პოზიცია იყო,  რომ  ეს კაცი - იქ რომ ცხოვრობს მთაზე,  მაინც აბრალებს აშშ-ის  თავისი ექსპერტების თუ ხელის ბიჭების პირით, რომ  ხელს უშლის გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა თუ ნახატების გამოტანაში. ჩემი კითხვა იყო ასეთი - თუ  რატომ არ გააკეთებთ მართლა ამას?
შეწუხებულები, შეშფოთებულები არიან გვარამიასთან მიმართებით, მედიასთან მიმართებით, მართლმსაჯულების სისტემაში, საარჩევნო სისტემაში,  რაც ხდება და ასე შემდეგ. ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს ქვეყანაში ინფორმაცია. 

ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ პირველად გვყავს ხელისუფლება, რომლის დამოკიდებულებაც დასავლეთისა და იქედან მომავალი კრიტიკის   მიმართ არის განსხვავებული ყველა სხვა ხელისუფლებისაგან.  აქამდე ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ფეხებზე დაიკიდებდა დასავლეთიდან მომავალ კრიტიკას, ახლა გვყავს პირველად ხელისუფლება, რომელიც იმეორებს პუტინის რიტორიკას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები