მსოფლიო პარტიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა

კიევი: მსოფლიო პარტიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა.

საზეიმო ცერემონია სტამბოლში გაიმართა. ღონისძიებას უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.

6 იანვარს კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოს გადასცემენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები