რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია მენტალურად ჩარჩენილია საბჭოურ აზროვნებაში

ჩვენ, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ყველა საერთაშორისო პლატფორმასა და ვიზიტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვოთ ქვეყანა ევროკავშირს და ნატოს. ოპოზიცია კი ნებისმიერ პლატფორმასა და შეხვედრას იყენებს იმისთვის, რომ საქართველო დაასმინოს და მაქსიმალურად შეუშალოს ხელი ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკურ გზაზე, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოპოზიცია მენტალურად ჩარჩენილია საბჭოურ აზროვნებაში. დასმენები სწორედ მაშინ იყო მოდაში და ისინი იმავე გზებს იყენებენ დღეს, მაგრამ ეს რომ უშედეგო იქნება, მგონი ამას ყველა მარტივად ხვდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი მაღალი რანგის დიპლომატია ჩამოსული. ეს ჩვენთვის არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი და აშშ-ის მეგობრული ურთიერთობები“, - აცხადებს იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები