შოთა თუთბერიძე - ზემოდან ვიღაცის დარეკვის მომენტი პენიტენციურ სამსახურში უკვე ქრონიკულ დაავადებად იქცა

როცა არ გვიშვებენ, ყოველთვის იბადება ლოგიკური ეჭვი, რომ რაღაც კარგად არ არის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით,  ის დღეს კლინიკა „ვივამედში“ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ელოდა  მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, თუმცა ამის შესაძლებობა არ მიეცა. 

როგორც ის აცხადებს, ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია და დაცვის მხარეს  დაცვის ქვეშ მყოფ პირთან პოზიციის შეთანხმება ესაჭიროებოდა. 

ადვოკატი ასევე  პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებულ წესზე საუბრობს, რის გამოც  პატიმართან შესახვედრად მისულ ადვოკატებსა და დეპუტატებს წერილობითი ნებართვის მიუხედავად  საათობით უხდებათ ლოდინი.  

"ისწავლეს ძალიან ცბიერი ხერხი, უარს არ გეუბნებიან, მაგრამ ფიზიკურად მაინც ვერ შედიხარ.  ზემოდან ვიღაცის დარეკვის მომენტი პენიტენციურ სამსახურში უკვე ქრონიკულ დაავადებად იქცა. როცა წინასწარ გასცემენ ჯერ წერილობით თანხმობას,  მაგალითად, პარლამენტის წევრის შესვლაზე, ხოლო ადგილზე მისვლის შემდეგ მაინც ადგილიდან უნდა დაურეკონ ვიღაც ადამიანს  „ზემოთ“, როგორც თვითონ უწოდებენ, რომ მიიღონ სიტყვიერი ნებართვა.   ეჭვი მაქვს, ეს „ზევით ადამიანი“  არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რადგან პენიტენციულ სამსახურში წინასწარი ნებართვა გვაქვს ხოლმე, თუმცა ეს ზარები გადამოსამართება და ბიუროკრატიული პირამიდის წვერზე ასვლა გრძელდება რამდენიმე საათი და შეიძლება მივიდეს იმ ეტაპამდე, როდესაც გვეუბნებიან, რომ სამუშაო საათები დამთავრდა და ვეღარ შევალთ,  ან სხვა მიზეზს. ასე ხდება როგორც დროის ფლანგვა და ასევე ნერვიულობა,  რადგან როცა არ გვიშვებენ, ყოველთვის იბადება ლოგიკური ეჭვი, რომ რაღაც კარგად არ არის“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები