ირაკლი კობახიძე - გათვლა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებას მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა

"რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. აქ არის ძალიან მარტივი გათვლა, გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა. ამ არეულობაში მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ’’, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედთან’’ საუბრის დროს. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის სურვილია საქართველოს ომში ჩართა, თუმცა ამ გათვლას აღსრულება არ უწერია.

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები