"ეს არის ჩვენი სოლიდარობა უკრაინისადმი“ - ხვალიდან ლიეტუვა რუსეთიდან გაზს, ნავთობს და ელექტროენერგიას არ მიიღებს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ფონზე ლიეტუვა 22 მაისიდან რუსულ გაზს, ნავთობს და ელექტროენერგიას აღარ მიიღებს.

Delfi-ის ინფორმაციით, ბირჟის ოპერატორმა Nord Pool-მა გადაწყვიტა არ იყიდოს რუსული ელექტროენერგია ბალტიისპირეთის ქვეყნებში მისი ერთადერთი იმპორტიორისგან, Inter RAO ჯგუფისგან.

"ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება მეომარ უკრაინასთან, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსული სამხედრო მანქანა ჩვენი ფულით დაფინანსდეს", - განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა.

მისი თქმით, სინქრონიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ქვეყანა სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწევს და ელექტროენერგიის მოთხოვნილებას საკუთარი მწვანე ენერგიის ხარჯზე დაფარავს და ექსპორტიორი სახელმწიფო გახდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები