კობა ნაყოფია - სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ეკისრება ივანიშვილს და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას

სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა  და "ქართული ოცნების"  ხელისუფლებას, - ამის შესახებ Front News-ს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის ვერ იღებს საკვებს და წვეთოვან სისტემაზე იმყოფება.  

"სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის სიცოცხლეზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა  და „ქართული ოცნების“  ხელისუფლებას.  უამრავი  განცხადება გვაქვს გაკეთებული, გაფრთხილებული გვყავს,  რომ ეს ადამიანი საკვებს ვერ იღებს.  ჯამში,  70 დღე შიმშილობდა, ამის შედეგად ორგანიზმში  მძიმე პროცესები განუვითარდა, რომელიც საჭიროებს ფუნდამენტურ კვლევას და მკურნალობას, ეს მკურნალობა მას დღეს არ აქვს  და დროც არის დაკარგული. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის პრობლემების მოგვარების პრაქტიკა საქართველოში არ არის. თავის დროზე ჩვენ შეთავაზება გვქონდა,  რომ უცხოელი სპეციალისტები ჩამოგვეყვანა საქართველოში, მაგრამ არ დაუშვეს.

რაციონალური მარცვალი, ალბათ,  არსებობს და  იმედი მაქვს,  ერთი ადამიანი მაინც გამოიძებნება "ქართულ ოცნებაში“, ვინც გადაწყვეტილებას მიაღებინებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას,   რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ იქნეს გადაყვანილი უცხოეთის შესაბამის კლინიკაში“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო 12 მაისს რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად ის ვერ ახერხებს კვებას და საჭირო ნივთიერებებს წვეთოვანი სისტემით იღებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები