რუსეთი მედვედჩუკის "აზოვის" პოლკის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთი აპირებს, განიხილოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნათლიმამის და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის (უკვე არსებობაშეწყვეტილი პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“), პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკის "აზოვის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობა განიხილოს.

ამის შესახებ მოლაპარაკების პროცესში რუსეთის წარმომადგენელმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და „ლიბერალ-დემოკრატების“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

"ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას. ჩვენ - არა  „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, არამედ ის ხალხი მოსკოვში, ვისაც აქვს ასეთი უფლებამოსილება", - განაცხადა სლუცკიმ 21 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. უკრაინაში რუსეთის  სრულმასშტაბიან შეჭრამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა თავდასხმის წინა დღეს მედვედჩუკი გაიქცა.

12 აპრილს მედვედჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმით უკრაინიდან გაქცევის მცდელობისას დააკავეს. თავდაპირველად კრემლმა  პუტინის ნათლიმამის დატყვევება ეჭვქვეშ დააყენა, მოგვიანებით კი, თავად მედვედჩუკმა მიმართა პუტინს და ზელენსკის, რომ გაეცვალათ იგი მარიუპოლის დამცველებსა და მაცხოვრებლებზე, რომლებიც მაშინ ბლოკადაში იმყოფებოდნენ და ვერ ახერხებენ საბრძოლო ზონის დატოვებას რუსეთის ფედერაციის მიერ რეგულარული დაბომბვის გამო.

„აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედროების ევაკუაცია დასრულებულია. მებრძოლები ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლა და ამ გზით გათავისუფლება იგეგმება, რისთვისაც მოლაპარაკებები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები