ირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ ეთერებში რაც უნდა იჭიკჭიკოს, ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვინ, სად, როგორ და რას ლაპარაკობს

ამათ ჰგონიათ, ევროპარლამენტში მარტო თვითონ ჰყავთ მეგობრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ იქ გაცილებით მეტი მეგობარი გვყავს და გაცილებით მეტი თანამოაზრე გვყავს, რომლებიც ცხადად, პირდაპირ გვეუბნებიან, თუ რას სჩადიან ესენი და ამისთვის ცოტა არ იყოს, უხერხულში ვდგებით ხოლმე, რადგან, როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა, რაც უნდა პარტიული მტრობა გქონდეს. როგორ შეიძლება, ეს იკადრო და თავს აკადრო, მაგრამ მათგან ალბათ, ყველაფერი მოსულა. ჩვენი გუნდი მუშაობს და ოპოზიციამ რაც უნდა ილაპარაკოს, რაც უნდა ცუდი ენა ჩაიტანოს და მოატყუოს, ვერაფერს გახდება. 

ევროპარლამენტში რამდენიმე ასეული დეპუტატია, რომლებთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მათ ჩვენი სუსტი მხარეებიც იციან და იციან იმ რეფორმის შედეგებიც, რასაც მივაღწიეთ, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ. ასე რომ, ოპოზიციამ ეთერებში რაც უნდა იჭიკჭიკოს, თითქოს მოხარული არიან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვინ, სად, როგორ და რას ლაპარაკობს. ეს ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი მეგობრებისგან გვაქვს, რომლებიც არაფერს არ მალავენ და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ეს ქვეყანა თქვენიც არის, ჩვენიც არის და ყველასია“, – განაცხადა ზარქუამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები