ბილეცკი - ასეთი ოპერაციები კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, მათზე აუცილებელად გადაიღებენ ფილმებს

ლეგიონ "აზოვის“ დამფუძნებლის ანდრეი ბილეცკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა „აზოვსტალში“ გამაგრებულ სამხედროებს საჭირო დახმარების მიწოდების მიზნით ოპერაცია რამდენჯერმე ჩაატარეს და მათი უმრავლესობა წარმატებული იყო. 

"თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ბოლოს და ბოლოს გასაგებია, რომ მტერიც ვითარდება, უყურებს და ხედავს, რომ მარიუპოლში ჩადიან ვერტმფრენები. ამ მცდელობების დროს აუცილებელია უკრაინელი მფრინავების გმირობისა და პროფესიონალიზმის აღნიშვნა. ამერიკელებიც კი არასდროს შესულან ანტისარაკეტო სისტემების ძლიერი დაცვის შიგნით ასობით კილომეტრზე და თან მტრის ავიაგამანადგურებლების პატრულირების დროს. ასეთი ოპერაციები კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა ბილეცკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, ვერტმფრენებით მარიუპოლის ტერიტორიაზე 72 მებრძოლის ჩაყვანაც კი მოხერხდა, პოზიციების გასაძლიერებლად, ბოლო გაფრენის დროს კი ქალაქში ექიმები ჩაიყვანეს. 

"მფრინავების უმეტესობა აცნობიერებდა, რომ დიდი ალბათობით ის დაიღუპებოდა, თუმცა ისინი მაინც მიფრინავდნენ, მათ ისტორიაზე აუცილებელად გადაიღებენ ფილმებს“, – განაცხადა ბილეცკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები