ზელენსკი - უკრაინა და პოლონეთი ერთიან სასაზღვრო კონტროლზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და პოლონეთმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში ერთიანი სასაზღვრო კონტროლი შემოიღონ,  ეს ეხება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში გამოვლისას განაცხადა.

უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს სიტყვით პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც გამოვიდა. ომის დაწყების შემდეგ ანჯეი დუდა პირველი უცხო ქვეყნის მეთაურია, რომელიც უკრაინელი დეპუტატების წინაშე წარდგა.

"ჩვენ შორის არ არსებობს საზღვრები და ბარიერები. ისინი დიდი ხანია, მენტალურად არ აშორებენ უკრაინელ და პოლონელ ხალხებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში ეს ვაქციოთ შესაბამის ორმხრივ შეთანხმებად. პირველ რიგში, საერთო საზღვრებთან და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით, შემდეგ კი ერთიან პირობით საზღვრებზე, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება “, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები