ზელენსკი - ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ჩვენი ჯარისკაცი შეიძლება დაიღუპოს აღმოსავლეთ უკრაინაში

ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ჩვენი ჯარისკაცი შეიძლება დაიღუპოს რუსეთის წინააღმდეგ ომში აღმოსავლეთ უკრაინაში, ეს მიმართულება ყველაზე რთულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ განცხადებით ზელენსკი პეტიციას გამოეხმაურა, რომელიც სამხედრო ასაკის მამაკაცების მიერ უკრაინის დატოვების უფლებას ეხება. პრეზიდეტნის თქმით, ახლა ასეთი წინადადებების წარდგენა არასწორია, რადგან ფრონტზე ასობით ათასი ჯარისკაცი იცავს ქვეყანას, სხვებს კი წასვლა სურთ.

"ბოლომდე არ მესმის, ვის მიმართაა ეს პეტიცია - ჩემს მიმართ? ან იქნებ იმ ჯარისკაცების მშობლებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისთვის? როდესაც დღეს 50-დან 100-მდე ადამიანი იღუპება ურთულესი მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში.

ისინი იცავენ ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს დამოუკიდებლობას, რაზეც მსოფლიოში ყველა საუბრობს,  მაგრამ ჩვენ ამას ძლიერად ვგრძნობთ საკუთარ თავზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, პეტიციას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილავს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
8 საათის 21 წუთის წინ