უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 29 200 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.05-მდე: ტანკები - 1 293 (+8), ჯავშანტექნიკა - 3 166 (+25), საარტილერიო სისტემები - 604 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 201 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93 (+0), თვითმფრინავი - 204 (+0), ვერტმფრენები - 170 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 206 (+12), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 476 (+6), სპეციალური ტექნიკა - 43 (+0), საკრუიზო რაკეტები - 110 (+3).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.