სერგი კაპანაძე - ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას თავად არ სურს კანდიდატი წევრის სტატუსის მიღება

"ქართული ოცნება“ იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატი წევრის სტატუსი არ მიიღოს, -   ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის - GRASS"-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.  

მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი „ქართული ოცნების“ რიტორიკა და ქმედებებია. 

"ხელისუფლების წარმომადგენლების ეს რიტორიკა, რომ თითქოს  ყველაფერი არის კარგად და მხოლოდ ოპოზიციის, არასამთავრობოების, საქართველოს მეგობრების აქტიურობის შედეგად ხდება აზრის ჩამოყალიბება, რომ საქართველოს დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, არის დამაზიანებელი. 

საქართველოს მეგობრები, ის ადამიანები, ვისზეც ესენი აცხადებენ, რომ არის მავნებლები, უნდათ ომში ჩაგვითრიონ  და ასე შემდეგ, არიან ადამიანები, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას,  საქართველოს ევროინტეგრაციას, ოღონდ ამის პარალელურად, ამბობენ, რომ გვაქვს პრობლემები.  საუბარი იმაზე რომ ისინი არიან მტრები, არის ტყუილი და ქვეყნის ეროვნული ინტერესების  დამაზიანებელი“, - განაცხადა კაპანაძემ.  

მისი თქმით,  შეუძლებელია ხელისუფლებას არ სცოდნოდა,  რა რეაქცია მოყვებოდა მედიამენეჯერის დაკავებას. 

"ქართული ოცნება“ იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს ქვეყანამ არ მიიღოს  კანდიდატი წევრის სტატუსი.  რეალობა კი ისაა, რომ ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, რჩება შთაბეჭდილება,  რომ მას თავად არ სურს კანდიდატი წევრის სტატუსის მიღება.  სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ნიკა გვარამიას დაჭერა ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ რა რეაქცია იქნებოდა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კაპანაძემ. 

"ქართული ოცნების“ ლიდერები მათ შორის ქვეყნის პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ოპოზიციას, სახალხო დამცველს და  არასამთავრობო სექტორს ქვეყნის საზიანო ქმედებებში ადანაშაულებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები