პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირაში საპარლამენტო დებატები, მინისტრის საათი და ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში საპარლამენტო დებატები, მინისტრის საათი და ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

„გვექნება საკმაოდ დატვირთული კვირა. მოთხოვნილია საპარლამენტო დებატები, იქნება მინისტრის საათი და ინტერპელაცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, სამშაბათს, 24 მაისის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების და კანონპროექტების განხილვის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება თემზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაცია“. 

25 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე წარსდგება. 

პარასკევს, 27 მაისს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება. ინტერპელაციის წესით პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საგარეო საქმეთა მინისტრი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და იუსტიციის მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები