ედუარდ სააკაშვილი - ხელისუფლების ნაწილს უჭირს, რომ მამაჩემში დაინახონ ადამიანი

ხელისუფლების ნაწილს უჭირს, რომ მამაჩემში დაინახონ ადამიანი, -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა.  

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც  მძიმეა,  თუმცა  ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს არ სჯერათ. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა პოლიტიზირებული.  ხელისუფლების ბევრი მხარდამჭერი თვლის,  რომ ეს არის სიმულაცია, მე ძალიან გამეხარდებდა, რომ ასე იყოს. 

მეორე მხარეს, მისი მომხრეები ყველაფერ ამას განიხილავენ, როგორც მისი მკვლელობის მცდელობას, ამ  აზრსაც აქვს არსებობის უფლება. მე მგონი,  მნიშვნელოვანია, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არცერთ ფლანგს არ მიეკუთვნება, მაგრამ  მათაც შეიძლება დაინახონ, რომ ის, რაც ხდება, არის სიმახინჯე,  მიუღებელი. ან შეიძლება ადამიანმა, რომელმაც “ოცნებას“ მისცა ხმა წინა არჩევნებზე,   ჩათვალოს,  რომ იქნებ მთლად ასეც არ არის საჭირო,  არ არის გამართლებული,  რაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ხდება. ეს ჰუმანური ასპექტი მინდა წინ წამოვწიო. ეს არის ჩემი მიზანი, პოლიტიკური დებატები საკმარისი გვაქვს ამ საკითხზე. მე მინდა,  რომ ეს საკითხი ჰუმანიზდეს, უფრო აქეთ მგონია გამოსავალი“,- განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები