შსს-ს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და დელეგაციის წევრებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ჩიკვაიძემ და სხვა ოფიციალური პირებმა ლატვიაში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გამართეს. 

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზი ლატვიელ კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ტროფიმოვს შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსთან - გენერალ გუნტის პუატსთან, ასევე ეწვივნენ ლატვიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ლატვიის სასაზღვრო ზოლს, სადაც ადგილზე გაეცნენ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მუშაობის სპეციფიკას. 

ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა. 

ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა, ასევე, პილოტებისა და ინჟინრების შესაბამისი გადამზადება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის -"საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და სანაპირო საზღვრის დაცვისთვის" - ფარგლებში განხორციელდება.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ასევე გაფორმდა საზღვრის დაცვის სფეროში 2022 წლის თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერეს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ხოლო ლატვიის მხრიდან - ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები