თინათინ ახვლედიანი - გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ არის CEPS-ის პოზიცია, წარმოადგენს ავტორების მოსაზრებებს

"ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს და წერს, რომ პუბლიკაცია არ არის CEPS-ის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, წარმოადგენს ავტორების მოსაზრებებს, რომლებსაც თავად მხარს არ უჭერს.

საუბარია პუბლიკაციაზე, რომლის მიხედვითაც „ევროკავშირმა საქართველოს წევრის სტატუსი რომ მისცეს, საჭიროა ახალი პოლიტიკური გარემო, რომლის მთავარი მახასიათებელიცაა დემოკრატიული კულტურა, დემოკრატიული სასამართლო სისტემა და ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაჩქარევია“.

"ძალიან ბევრი შეკითხვა მივიღე საქართველოს შესახებ „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემმა კოლეგებმა დაწერეს. მე დავიწყე მათზე პასუხი დღეს სატელევიზიო ინტერვიუებით, რომლებსაც „ტვიტერზე“ ცალკე გამოვაქვეყნებ, თუმცა მანამდე, ნება მიბოძეთ, განვმარტო.

ეს არ არის "ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პოზიცია საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, ეს პუბლიკაცია წარმოადგენს მისი ავტორების მოსაზრებებს. მე არ ვარ მისი ავტორი და ეს არ არის პოზიცია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ჩემსა და ჩემი მოსაზრებების შესახებ ყალბი ნარატივების შექმნის ნაცვლად, გთხოვთ, გაეცანით ჩემს პუბლიკაციებს CEPT-ის, Euractiv-ის და Euronews-ის ვებგვერდებზე“, – წერს თინათინ ახვლედიანი „ტვიტერზე“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები