არმაზ ახვლედიანი - რატომ მივიყვანეთ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს გასაქცევად აქვს საქმე?

პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.

"ძვირფასო კოლეგებო უმრავლესობიდან, ხომ ვერ მეტყვით რატომ არის დღეს საქართველოში ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდები ყველა ოცნებობს საქართველოს დატოვებას? გთხოვთ, გასცეთ ამ კითხვას პასუხი. რა ხდება მექსიკის საზღვარზე? რატომ ვართ ამ შავ დღეში? რატომ მივიყვანეთ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს გასაქცევად აქვს საქმე? გაქცევაზეა სწორედ საქმე და არა ქვეყნის უბრალოდ დატოვებაზე, დროებით წასვლაზე. 

ეს რა ეკონომიკური მდგომარეობა შევქმენით და ასეთი უიმედობის განცდა, რომ მე არ მგონია ამ ფონზე საერთოდ შესაძლებელი იყოს საქართველოში საუბარი იმაზე, რომ ევროატლანტიკური პერსპექტივა არის ახლოს ან საერთოდ შესაძლებელი. 

მაშინ, როცა ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია საზოგადოებამ მიიღოს ის, რაც მას სურს, მითხარით რაზე შეიძლება სხვაზე ვისაუბროთ? მაშინ, როცა თქვენ განაგრძეთ წინა ხელისუფლების დამღუპველი, ტრაგიკული პრაქტიკა და სასამართლო ახლა თქვენს ჯიბეშია, მიპასუხეთ რა არის ეს? რა ახსნა აქვს ამას? დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ჩვენი საზოგადოება ისეთს გეტყვით, რომ ეს იქნება ბოლო თქვენთვის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები