სალომე სამადაშვილი - "ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია, რომ დღეს ამაზრზენად გამოიყურება ყველასთვის

"მაკიაველიმ თქვა, რომ ნეიტრალური პოზიციის დაჭერა არის სახიფათო, იმიტომ, რომ შეიძლება ამაზრზენი გახდე ყველა მხარისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ იმას მიაღწია, რომ დღეს თქვენ ამაზრზენად გამოიყურებით ყველასთვის. ამაზრზენად გამოიყურებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის და ამიტომ გეუბნებათ, რომ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. მე მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში უნდა თქვენი ჩართვა? ევროკავშირს ომში უნდა თქვენი ჩართვა? არა- „ქართულ ოცნებას“ გთხოვენ, რომ დააფიქსიროთ, ხართ თუ რაა თქვენ ცივილიზებული სამყაროს მხარეს და ეს ვერ მოისმინეს“,-ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, მოახერხა და  საქართველო ჩააყენა გაუგებარ მდგომარეობაში.

„ქართული ოცნება“ - სიცრუის პარტია, რომელიც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან მიმართულია იქეთ, რომ დღეს, საქართველო ფაქტიურად არის გაუგებარ მდგომარეობაში  უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაინიცირეთ პარლამენტში რეზოლუცია და მოგიწოდეთ, რომ შეფასება გავუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა ჩაიდინა უკრაინაში. მაინტერესებს, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები ბუჩაში, თქვენი აზრით, არ იმსახურებენ თქვენს მხარდაჭერას? ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა, სადაც ჩვენ ვიტყვით ნათლად, რომ ის, რასაც რუსეთი სჩადის დღეს უკრაინაში ატარებს ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს.  რატომ არ შევიდა პარლამენტის დღის წესრიგში დღემდე ამ საკითხზე მსჯელობა?“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები