უჩა ნანუაშვილი - კობახიძის განცხადება კიდევ უფრო მეტად ართულებს აშშ-თან ურთიერთობას, რომელიც თანდათან იძაბება

მხოლოდ აშშ-ის საელჩოს გადასაწყვეტია, ვის მისცემს კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობის უფლებას,  არ არის საელჩო ვალდებული, განმარტება აკეთოს, - ამის შესახებ Front News-ს  საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოთხოვნა საელჩოს მიმართ, რომ განმარტება გააკეთოს მოსამართლის  ტრენინგის სიიდან ამორიცხვის შესახებ, სრულიად ანომალიურია და აფუჭებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას.   

"კობახიძის განსჯის საგანი ნამდვილად არ არის აშშ-ის საელჩოს გადაწყვეტილება.  აშშ-ს ჰქონდა ალბათ, კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მიიღო  გადაწყვეტილება კონკრეტული  მოსამართლის  მიმართ.  საელჩოს სრული უფლება აქვს მიიღოს  გადაწყვეტილება ამა თუ იმ პროგრამაში ვინ მიიღებს მონაწილეობას.  არცერთი პოლიტიკოსის,  თუ  სახელმწიფო თანამდებობის პირის კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხის რევიზია. ინდივიდუალურად მხოლოდ აშშ-ის საელჩოს და სახელწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაა, ვის მისცემს კონკრეტულ პროგრამაში მონაწილეობის უფლებას.  
არანაირად არ არის ვალდებული აშშ-ის საელჩო, რაიმე კომენტარი გააკეთოს ამ საკითხზე, ნებისმიერი თემა, რაც უკავშირდება პროგრამაში მონაწილეობას, ვიზის თუ საკონსულოს საკითხებს, ეს არის აშშ-ის სუვერენული უფლება. არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ამ საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების. 

კობახიძის განცხადება კიდევ უფრო მეტად ართულებს აშშ-სთან ურთიერთობას, რომელიც თანდათან იძაბება. არაერთხელ გაისმა უკვე მსგავსი კრიტიკული შეფასებები აშშ-ის მიმართ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც წინა თვეში გამოქვეყნდა“, - განაცხადა ნანუაშვილმა. 

ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში შემჩნეული მოსამართლეების მიმართ მსგავსი  გადაწყვეტილებები უფრო ადრეც  უნდა ყოფილიყო მიღებული.  

„დაგვიანებულიც კი არის, წესით,  ევროკაშირს, აშშ-ს და ცივილიზებულ დასავლეთს მსგავსი პრაქტიკა აქამდეც  უნდა გამოეყენებინათ, განსაკურებით იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რაც  არაერთი იყო ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტული მოსამართლის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების გაღიზიანება მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემას ნამდვილად ხელისუფლება აკონტროლებს.  

„ის,  რომ სასამართლო ხელისუფლება არ საუბრობს ამ საკითხზე  და საუბრობს პარლამენტი, ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს იმას, რომ გარკვეული პოლიტიკური გადაჯაჭვულობა არსებობს ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემას შორის.  მმართველი პარტიის ხელმძღვანელი  ითხოვს პასუხს, რითაც აღიარებს,  რომ სასამართლო სისტემა ნამდვილად მისი პოლიტიკური პარტიის  გავლენის ქვეშაა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა, აშშ-ის საელჩომ აშშ-ში მოსამართლეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებაზე წამსვლელთა  სიიდან ამორიცხა.  აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდიმარე

ირაკლი კობახიძე საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. კობახიძის თქმით, მსგავსი ქმედებები შეიძლება განხილული იყოს სისხლის სამართლის დანაშაულად, რაც მოსამართლის მიმართ გავლენის მოხდენას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები