ზურაბ ჯაფარიძე - მესიჯებით ვერ მოუგებ კრიმინალურ სამყაროს, რომელთანაც ამათ წილები აქვთ

მესიჯებით ვერ მოუგებ კრიმინალურ სამყაროს, რომელთანაც ამათ წილები აქვთ. მათ იციან, პოლიტიკური ხელისუფლება თუ შეიცვალა, ისინი ამ პრივილეგიებს დაკარგავენ, - ამის შესახებ  „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება არჩევნებს ფულით იგებს, ოპოზიციას მისი დამარცხება მხოლოდ იდეით შეუძლია. 

"საქართველოში არის უკიდურესი გაჭირვება, რა ღირს ერთი ხმა? 50 ლარი? 100 ლარი? მილიონი ხმა იგებს. ეს არის 100 მილიონი ლარი, 30 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი,  რომ „ქართულმა ოცნებამ“ მილიონი ხმა ჩაიდოს ჯიბეში.  ამას არ ჭირდება ბიძინას ჯიბიდან ფულის ამოღება, ბიჯუეტი ყოფნის ამაზე, თავზე გადადის.  თუ არ ყოფნის შეუძლია კიდევ ვალი აიღოს, როგორც გააკეთა  მაგალითად 2020 წელს. 2020 წელს ოცნებამ დახარჯა 3 მილიარდით მეტი, ვიდრე 2019 -ში. და აირეს 7 მილიარდ ნახევარი ახალი ვალი, ამდენი არ აუღიათ არასდროს. ასე დაწერეს ის რიცხვები ტაბლოზე, რაც მიიღეს არჩევნებში.  ეს არ მოხვედრილა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, სინამდვილეში ეს იყო მთავარი  გაყალბება. 

მესიჯებით ვერაფრით ვერ მოუგებ კრიმინალურ სამყაროს, რომელთანაც ამათ წილები აქვთ. ყველამ იცის, რომ აჭარაში ლავას-ოღლი ზის ყველაფრის წილში. ასე ზიან ქურდები, მათ აქვთ მიცემული „ობშიაკის“ აკრეფის უფლება ციხეებში.  მათ იციან, პოლიტიკური ხელისუფელება თუ შეიცვალა, ისინი ამ პრივილეგიებს დაკარგავენ. იმ სეგმენტში, რომელიც ამათ „კარმუშკაზე“ ყავთ დასმული, იმათთან მუშაობას არ ექნება შედეგი, ამის მიღმა რაც არიან დარჩენილი ადამიანები, იმათთან არის სამუშაო. ერთადერთი,  რამაც ფულზე აწყობილი მატრიცა შეიძლება დაამარცხოს, არის იდეა, ეს იდეა  არის კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები