თინა ხიდაშელი - ადამიანს გაუჩნდა მანიაკალური მოთხოვნილება, რომ ყოველი დღე დაიწყოს რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ან ლანძღვით, ან მუქარით, ან დანამუსებით

ადამიანს გაუჩნდა მანიაკალური მოთხოვნილება, რომ ყოველი დღე დაიწყოს რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ან ლანძღვით, ან მუქარით, ან დანამუსებით,  ეს ფუნქცია აქვს მას,  - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკვე იმდენად შევიდა როლში,  რომ ის გულწრფელიც კია  თავის ანტიდასავლურ რიტორიკაში. 

"კობახიძე ითხოვს ამერიკელებისგან პასუხს იმის გამო, თუ როგორ მოხდა,  რომ სიიდან ამოიღეს მოსამართლე. აქ უკვე იმაზე კი აღარ არის საუბარი, ვინ წავა აშშ-ში, ადამიანს გაუჩნდა მანიაკალური მოთხოვნილება, რომ ყოველი დღე დაიწყოს რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ან ლანძღვით, ან მუქარით, ან დანამუსებით. ეს ფუნქცია აქვს მას,  მე მგონი, უკვე გულწრფელიც არის ამაში, იმდენად შევიდა როლში, ის აღარ არის, რომ ვიღაც მესიჯბოქსს უგზავნის და იმის მიხედვით ლაპარაკობს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს ევროინტეგრაციას. 

"ფაქტები იმას მიგვითითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საბოტაჟის მდგომარეობაშია, რომ ამ მოულოდნელად გაჩენილ შესაძლებლობას როგორ აარიდონ თავი... იფიქრეს და მოიფიქრეს ნიკა გვარამიას დაპატიმრება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები