პეტრე მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისიდან იწყება

პეტრე მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.

"15 ივნისიდან უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი – მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, რადგან აქ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც უნდა მოწესრიგდეს. დედაქალაქში ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ თბილისის მერია, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას ცდილობს. ამას გარკვეული დისკომფორტი ახლავს, რისთვისაც, პირადად მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განახლება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დეტალური ინფორმაცია საგზაო მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტის შესახებ მერიის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდება. ასევე, გავრცელდება სატელევიზიო ეთერების საშუალებით. გარდა ამისა, მოსახლეობას ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები