მამუკა გამყრელიძე - კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლა ოპოზიციას არ შეუძლია, ეს საკითხი სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობის ზონაა

კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლა ოპოზიციას არ შეუძლია,  ეს საკითხი სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობის ზონაა, - ამის შესახებ  Front News-ს  პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, დემაგოგიაა, რასაც ხელისუფლება აცხადებს, რომ თითქოს ოპოზიციონერი დეპუტატები ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის  მიღებას ხელს უშლიან. 

"აქ არ არსებობს ორი აზრი, არსებობს ერთი ჭეშმარიტება, როდესაც პრობლემა არის ევროკავშირთან ევროსაბჭოსთან ან სხვა რომელიმე სტრუქტურასთან, მთლიანად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ზონა. ოპოზიციას არაფრის გაკეთება, გარდა ხელის შეწყობისა, არ შეუძლია. აბსოლუტური სისულელე და დემაგოგიაა  დააბრალო ოპოზიციას, რომ ის დადის სადღაც დერეფნებში  და ეხვეწება ევროპარლამენტარებს, რომ არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. 

ეს საკითხი სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობის ზონაა.  მოგვცემენ ამ სტატუსს, ძალიან კარგია, ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კარგად იმუშავა. არ მოგვცემენ, ესე იგი, ჯერ ჩვენი დრო არ დამდგარა, -  ან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ან ხელისუფლებამ გამოასწოროს მუშაობა. ყოველ შემთხვევაში,  ოპოზიციას არაფრის ხელის შეშლა არ შეუძლია, გამორიცხულია ეს ამბავი“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები