თამარ კორძაია - ამ არათანასწორ პირობებში, როდესაც ყველაფერს ასაიდუმლოებთ, დებატების მოთხოვნა თავხედობაა და სხვა არაფერი

"2021 წლის 19 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ და ნათლად განაცხადა, რომ ნატოს კარი ღია უნდა იყოს საქართველოსთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს გაფართოებისთვის, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც ამ გაფართოებაში მოჰყვნენ, არ არიან დღეს რუსეთის აგრესიის მსხვერპლი“, - ამის შესახებ  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დებატები მიმდინარეობს.  

თამარ კორძაიას თქმით, 2022 წლის 22 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გადადგას ყველა ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულისთვის.

"ერთ წელიწადში აქამდე მივიყვანეთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენელი და ამ წერილზე არის ენტონი ბლინკენის ხელით გაკეთებული წარწერა, რომ მომავალი ერთობლივი თანამშრომლობის მოლოდინი აქვს საქართველოსგან’, -აღნიშნა თამარ კორძაიამ. 

დეპუტატი დაინტერესდა, რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ.

"როდესაც ხელს იშვერთ ოპოზიციისკენ, გაასაჯაროეთ და საზოგადოებას წაუკითხეთ თქვენს მიერ გაცემული პასუხები რამდენიმე შეკითხვაზე რომელიც კანდიდატის სტატუსს უკავშირდება: როგორ დაასაბუთეთ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენს ქვეყანაში? როგორ დაასაბუთეთ მედიის დამოუკიდებლობის მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში?  როგორ დაასაბუთეთ პოლიტიკური პატიმრების არარსებობა? როგორ ასაბუთებთ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას საქართველოში? ყველა ამ კითხვაზე საჯარო, ღია პასუხები უნდა იყოს  გაცემული და ამის შემდეგ გავმართოთ დებატები, თორემ ამ არათანასწორ პირობებში, როდესაც ყველაფერს ასაიდუმლოებთ, დებატების მოთხოვნა თავხედობაა და სხვა არაფერი“, - მიმართა უმრავლესობას თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები