ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებებთან დაკავშირებით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სამუშაოების შესახებ. წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.

მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დაავალა თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში ყურადღება გაამახვილონ დასუფთავების, გარე განათების და სხვა არსებული საჭიროებების დროულად მოგვარებაზე.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები. ასევე, შპს “ონის სერვის ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები