ნინო ბურჯანაძე - გადაწყვიტეს, რომ ქულები ჩაიწერონ მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელთან, დანარჩენებთან ურთიერთობებს ხაზი გადაუსვან

გადაწყვიტეს, რომ ქულები ჩაიწერონ მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელთან, დანარჩენებთან ურთიერთობებს ხაზი გადაუსვან, - ასე აფასებს   „ქართული ოცნების“ პოლიტიკას  საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

მისი თქმით, მმართველი პარტიის ქმედებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მათ კარგად იციან, რომ დასავლეთში მათი ადგილი არ არის. ამასთან,  მათ თავხედობას საზოგადოება თავისი უმოქმედობით ახალისებს. 

"ადამიანი ბედავს იმდენს,  რამდენსაც აბედინებს  საზოგადოება, ჩვენ ძალიან ბევრი გავაბედინეთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. 

"ქართულმა ოცნებამ“  ძალიან კარგად დაინახა, რომ პრაქტიკულად დასავლეთში მათი ადგილი აღარ არის. როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავ სრულიად დასავლეთს, როცა აშშ-ის საელჩოს მოიხსენიებ იმ კონტექსტში, როცა ლამის სისხლის სამართლის საქმე აღძრა... 

ხელშეუხებელი არავინ არის, შეიძლება ყველა გააკრიტიკო, შეიძლება აშშ-ის საელჩოსი არ მოგეწონოს რაღაც, ან ევროკავშირის წარმომადგენლის, ან ევროდეპუტატს არ დაეთანხმო, შეიძლება მართლა იცოდე, რომ ოფიციალური  ლობისტია, მაგრამ როცა  ხელისუფლებაში ხარ, ელემენტარული ზრდილობა და პოლიტკორექტულობა არსებობს. ამათ კი  თავზე ხელი აიღეს, გადაწყვიტეს, რომ ქულები ჩაიწერონ მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელთან, დანარჩენებთან  ურთიერთობებს ხაზი გადაუსვან. ის ვიზიტი, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა განახორციელა ნიკა გვარამიას დაჭერის მეორე დღეს,  ნიშნავს, - კი ჩამოვედი, მაგრამ არ მაინტერესებს რაც მეტყვით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები