მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში, შესაძლოა, საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში,  შესაძლოა,  საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელმა  მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

ის იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მოუწოდებს,  ხელი არ შეუშალონ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისათვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.  

"რატი ბრეგაძეს,  იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მოვუწოდებ, ხელი არ შეუშალონ  ექსპერტიზას.  ეს იქნება კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა, ემოციები და პოლიტიკურ შეფასებები გვერდზე გადადონ. 

ცენტრი "ემპათია“ თავისი შეხედულებებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,  მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების მონსაწილეობას, დოკუმენტაცია წარდგენლია იუსტიციის სამინისტროში უკვე დიდი ხანია და რატი ბრეგაძე თავხედურად არ პასუხობს ჩვენს წერილს. 

ჩვენ,  რა თქმა უნდა,  ვეცდებით,  რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ექსპერტიზა და სწრაფად დაიდოს შესაბამისი დასკვნა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები