დავით ზურაბიშვილი - საერთაშორისო კონიუქტურიდან გამომდინარე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა რეალურია

საერთაშორისო კონიუქტურიდან გამომდინარე,  საქართველოს ევროპული პერსპექტივა რეალურია, -  ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა  დავით ზურაბიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ამ შესაძლებლობის გაჩენა ნაკლებადაა ქართული პოლიტიკის და თუნდაც 30-წლიანი დამოუკიდებლობის გზის შედეგი. 

"ვფიქრობ, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების შანსი ნამდვილად რეალურია, მაგრამ ეს  ჩვენი, ვგულისხმობ, ჩვენი ხელისუფლებისა და ქართული პოლიტიკის დამსახურება ყველაზე ნაკლებად არის.   30-წლიანი და თუ გნებავთ 2500-წლიანი  ბრძოლა,  შესაძლოა,  კარგი მასალაა არგუმენტებისათვის, როდესაც პრეტენზიას ვაცხადებთ კანდიდატობისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 

ეს პერსპექტივა, რომელი გვაქვს, ძირითადად პოლიტიკური კონიუქტურითაა განპირობებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მისივე თქვით, 100 წლის წინ სხვა საერთაშორისო კონიუქტურა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, საქართველოს ბედი სხვაგვარად განვითარებულიყო. 

"საერთაშორისო პოლიტიკური კონიუქტურა საერთოდ ბევრ რამეს წყვეტს. თავის დროზე პირველმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვეტა სწორედ იმის გამო, რომ საერთაშორისო კონიუქტურა არ იყო ხელსაყრელი.  ევროპა, დასავლეთი არ აღუდგა წინ ბოლშევიკური რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.  მაშინ რომ სხვა კონიუქტურა ყოფილიყო,  ჩვენ შეიძლება სრულიად სხვა რეალობაში ვყოფილიყავით. 

დღეს არის ძალიან ხელსაყრელი კონიუქტურა, რადგან აშშ-მ და ევროკავშირმა ძალიან  მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნონ რუსეთს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აღარ წარმოადგენს მისი ექსკლუზიური გავლენის სფეროს. 

ვფიქრობ, ეს ყველაფერს გადაწონის, ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭება არის რეალური, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა ცდილობდეს, რომ ეს პოლიტიკური კონიუქტურა  მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები