ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპიდან პასუხის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ჩავრჩეთ კავკასიურ კონტექსტში

ევროპიდან პასუხის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ჩავრჩეთ კავკასიურ კონტექსტში და ხელი ჩაჭიდებული გვქონდეს მაინც ევროპაზე, -  ამის შესახებ  ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა,  ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის საბოტაჟი შეცდომა იყო როგორც მმართველის ძალის,  ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. 

"შარლ მიშელის დოკუმენტისადმი საბოტაჟი არა მარტო ივანიშვილის პოლიტიკური ძალის, არამედ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან იყო სტრატეგიული შეცდომა.  ვისაც დასავლეთი გვინდა, უნდა გვეთქვა, რომ ხელს ვაწერთ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, ივანიშვილი მას მაინც  დაარღვევს, მაგრამ ჩვენ ამ დოკუმენტს განვიხილავთ, როგორც საგზაო რუკას, როგორც სახელმძღვანელოს, როგორ ვიაროთ ევროპისაკენ. ეს გაზრდიდა პოლიტიკური ოპოზიციის სანდოობას, მათ შორის დასავლეთთან მიმართებაში. 

ახლა მიუხედავად იმისა, თუ რა პასუხს მივიღებთ ევროპისგან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ჩავრჩეთ კავკასიურ კონტექსტში, ხელი ჩაჭიდებული გვქონდეს მაინც ევროპაზე,  კარი დარჩეს ღია და საკმარისია,  ეს რეჟიმი შეიცვალოს,  რომ ეს კარი ფართოდ გაიღება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები