ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვლება საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურება ახალი სახურავით. 

ასევე, ოთახებს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები.

"ბორჯომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - საბავშვო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს იყო მოძველებუული სივრცე, ამიტომ, სრულად განახლდება შენობა, რათა ბავშვებმა კომფორტულ პირობებში შეძლონ განათლების მიღება", - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 500 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები