დავით ზურაბიშვილი - ოპოზიციის ქცევა საერთოდ არ არის პრობლემა, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას

პრობლემა იქნებოდა ოპოზიციის დუმილი, ან ის, რომ ხელისუფლებას აქებდეს, ოპოზიცია ევროკავშირის ქვეყნებშიც აკრიტიკებს ხელისუფლებას, -  ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა  დავით ზურაბიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობა ევროინტეგრაციის პროცესში შესაძლო წარუმატებლობა ოპოზიციას გადააბრალოს,  სასაცილოა. 

"ოპოზიციამ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა და ერთობლივად მიმართა ევროკავშირს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ თქმა იმისა, რომ ოპოზიცია ხელს უშლის ამ პროცესს თავისი განცხადებებით, ცოტა სასაცილოა. ოპოზიციის დანიშნულებაა ხელისუფლების კრიტიკა. ჩვენ თუ ევროკავშირში პრობლემები შეგვექმნება, იმის გამო  არ მოხდება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. ოპოზიცია ევროკავშირის ქვეყნებშიც ასევე იქცევა და აკრიტიკებს ხელისუფლებას. ამიტომ ოპოზიციის ქცევა საერთოდ არ არის პრობლემა. ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, ამიტომ სჯობს ჯერ თვითონ ჩაიხედონ  სარკეში.

პრობლემა იქნებოდა ოპოზიციის სიჩუმე და ან, ის რომ  ხელისუფლებას აქებდეს ოპოზიცია, ეს პირველი ნიშანია ქვეყანაში ავტორიტარიზმის და დიქტატურის არსებობის. ასეთ ქვეყნებს კი ევროკავშირში არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები