ირაკლი ღარიბაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. 

"გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე საუბრობს, რომ შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ ახლა. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ,  იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე.

მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, მითუმეტეს დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში, ველოდებით ჩვენს გადაწყვეტილებას მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, აი ეს ადამიანები, ამისნაირები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ, „ჰედლაინი“ რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველო არის შავი ხვრელების. ეს არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით“, -  განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები