გიორგი ვოლსკი - ვფიქრობ, რომ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ შედგა, შედგა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები თავზე საგზაო რუკით გვედგნენ და სწორ მითითებებს გვაძლევდნენ

"კონსპირაცია, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში ვიხილეთ, მოწმობს იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდა იმ საგზაო რუკის საწინააღმდეგოდ, რომელიც გვქონდა შემოთავაზებული და რომელიც დახიეს და გადაყარეს სანაგვე ყუთში. ამას მოჰყვა ის მდგომარეობა, რაშიც დღეს ვართ - ცენტრალური მაგისტრალებიდან 700 მეტრში დგას სამხედრო ბაზა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

"გუშინწინდელი დღეც და დღევანდელი დღეც, რეალურად, მიძღვნილია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი და საკმაოდ საინტერესო ტენდენციები და პოზიციები გამოვლინდა. ერთი რამ არის გაუგებარი - რატომ არის, მაგალითად, რომ ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულებისთვის არის გასამართლებული, ეს არის ევროპის გზიდან დაცილება და როდესაც ადამიანი აწამეს და ამ წამებაში მოკლეს, ის რატომ არის ევროპასთან დაახლოება.

განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მივმართავ - არცერთ საკითხში, გარემოს დაცვიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების საკითხით დამთავრებული, არ არიან მართლები ჩვენი ოპონენტები ჩვენთან, როდესაც ადარებენ დღევანდელ და იმ პერიოდის მდგომარეობას. ამბობენ, დავანებოთ ძველ დროს თავიო. ვერ დავანებებთ. დღეს ხდება ეს ყველაფერი, რაც გუშინდელი პერიოდიდან არის შემორჩენილი. აქ ჩვენს მიდგომებს შორის კონცეპტუალური განსხვავებაა. 

ზოგი ამბობს, რომ რუსეთი ისედაც დაიწყებს ომს და ბარემ დღეს გავხსნათ მეორე ფრონტი,  თორემ რუსეთს რომ დასჭირდეს, ისედაც მოგიღებს ბოლოს და მოგიგრეხს კისერს. ამაზე გვესაუბრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მთელი პოლიტიკური იერარქია, პრეზიდენტიდან დაწყებული, დამთავრებული მაღალჩინოსნებით, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ხვდებოდნენ ჩვენს ელჩს ვაშინგტონში და ამაზე შემიძლია დამატებით, ოფიციალური დოკუმენტები წარმოგიდგინოთ, თუ რას გვეუბნებოდა ან ამერიკის შეერთებული შტატები, ან ევროკავშირი. არცერთ მუხლში, განსაკუთრებით, 2006 წლიდან, არ დაეთანხმა იმ პერიოდის ხელისუფლება და მე ვერ დავეთანხმები იმ გამონათქვამს, რომ სააკაშვილი არის პუტინის პირველი მტერი. არ მინდა, დავაბრალო, რომ ეს განზრახ ხდებოდა, მაგრამ კონსპირაცია, რაც იმ პერიოდში ვიხილეთ, მოწმობს იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდა იმ საგზაო რუკის საწინააღმდეგოდ, რომელიც გვქონდა შემოთავაზებული და რომელიც დახიეს და გადაყარეს სანაგვე ყუთში. ამას მოჰყვა ის მდგომარეობა, რაშიც დღეს ვართ. ცენტრალური მაგისტრალებიდან 700 მეტრში, არა 40 კილომეტრში, როგორც ვამბობდით, დგას სამხედრო ბაზა და ჩვენი მთავარი სტატუსი, რაც ამ ტურბულენტურ სიტუაციაში გვაქვს, ეს არის ალტერნატიული სატრანზიტო დერეფნის ქონა, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას რაც გვიძლიერებს და რის გამოც ინტერესია ჩვენი ტერიტორიის მიმართ.

ომის შედეგად 40 ათასამდე ადამიანი არის მძევლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც ყოველდღიურად იღვიძებს იმ შიშით, რომ ის პროცესი არ განვითარდეს, რის წინააღმდეგაც პრემიერ-მინისტრი მოგვიწოდებს და მუშაობს. აქედან გამომდინარეობს ის სიფრთხილე, არა მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ეკონომიკური ზარალი შეიძლება  მიადგეს ქვეყანას, რომ ვეღარც გაიმართება წელში ათეული წლების მანძილზე.

რაც შეეხება კონსპირაციას, ვფიქრობ, რომ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ - შედგა. შედგა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები თავზე  საგზაო რუკით ჩვენი გვედგნენ და სწორ მითითებებს გვაძლევდნენ.  არა მარტო მითითებას, მძლავრი პოლიტიკური, ფინანსური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საკმაოდ შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობდა, მხარდაჭერა იყო ნამდვილად რეალური, თვალსაჩინო, ხელშესახები და ეს ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა, ის შედეგები, რაც მოიტანა ამ კონსპირაციამ, დღესაც აქტუალურია. რამხელა რესურსი გააჩნიათ კონსპირაციისა, რომ პატარა ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედონ და ამ ვითარებაში, ეს პატარა ქვეყანაც ცდილობს, რომ როგორმე, სამშვიდობოს გაიყვანოს ჩვენი ხალხი. აი ეს არის კონცეპტუალური განსხვავება იმ ხალხის პოზიციისგან, რომელიც მიგვითითებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხმალამოღებული და პირდაპირ უნდა ვეკვეთოთ და აქედან გამომდინარე, რაღაც დივიდენდი შეიძლება მივიღოთ. რატომ? რომელია დემოკრატიული სტანდარტი ევროკავშირისა ისეთი, რომელსაც სცილდება საქართველოს მდგომარეობა? ნებისმიერი საკითხი ავიღოთ. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი არ არის შესრულებული. მაგრამ ერთი რამ გავიხსენოთ კიდევ - ხალხი. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს და თუკი ხალხის უდიდესი ნაწილი, უდიდესი რაოდენობა მხარს უჭერს, ამაში „ქართული ოცნების“ დამსახურება არის ლომის წილი. ვინაიდან, ხალხი, ვინც შესაძლოა, ამ პროპაგანდით  ყოფილიყო დატვირთული, რომ იქ ჩვენ არ გველოდებიან ხელგაშლილი, რომ იქ რაიმე საფრთხე შეექმნება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ პეწს  - ამას ყველაფერს, თავისი პოზიციით, დამოკიდებულებით, ეროვნულობით აბალანსებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მთავრობა და თუნდაც, პირადად პრემიერ-მინისტრი. თუკი იმ სტატისტიკაში, რომელიც მეტყველებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ რა წვლილი მიუძღვის იმ ზომებს, იმ პოზიციას, იმ ემოციას, იმ დამოკიდებულებას, რაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას.

ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ რაღაც პოზიცია, დამოკიდებულება შევიმუშაოთ ამ საკითხის მიმართ და ქვეყანას უნდა მივხედოთ. ვერ შედგება ეს ერთად, მაგრამ იმაზე მაინც შევთანხმდეთ, რომ ნუ დავაზიანებთ, ნუ დავაზარალებთ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უახლესი ამბები