ზელენსკი - მსოფლიო რუსეთის მიერ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტები ბირთვული იარაღით ღიად იმუქრებიან. 

მისივე თქმით, რუსეთის გამო მსოფლიოში შესაძლოა, ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზარდოს.

"რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა. რუსეთს დაუსჯელად თუ მიეცემა ბირთვული შანტაჟის ნება, მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს შესაძლოა, ლოგიკური მოეჩვენოთ. იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის – არაფრის თქმაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები