მამუკა მდინარაძე - შეურაცხმყოფელიც კია ადამიანის უფლებების კონტექსტში 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომი პერიოდების შედარება

"უდიდესი ამორალურობაა, რეჟიმის მსხვერპლს დააბრალო რეჟიმთან სიახლოვე. მაგრამ იმდენად სწორად აქვთ ამასობაში გათვითცნობიერებული, რამდენად ამორალურია მათთან სიახლოვე, სწორედ ამ მეთოდით იბრძვიან“,- ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ინტერპელაციისწესით მოუსმინეს, დეპუტატებს შორის შეკამათება მოხდა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარცხის გადაფარვა პოლემიკით სცადა.

"ორდღიანი დებატები მთავრდება და ნაცმოძრაობამ, მწარე მარცხის ფონზე, ბოლო სვლად, პრესტიჟის გოლი რომ გაეტანა, ალბათ, გადაწყვიტა, შეწყვეტინებით, პოლემიკით, რბილად რომ ვთქვა, ყვირილით გადაეფარა, მაგრამ ეს გოლიც საკუთარ კარში გაიტანა და მათი სახე ბოლომდე გამოაჩინეს.
აბსოლუტურად ვეთანხმები მიხეილ სარჯველაძეს, ჩემთვისაც და ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის, შეურაცხმყოფელიც კია ადამიანის უფლებების კონტექსტში შედარება 2012 წლამდე პერიოდის და 2012 წლის შემდგომი პერიოდის. მით უმეტეს და განსაკუთრებით, როდესაც პატიმრების უფლებებზეა საუბარი. განსაკუთრებით, როდესაც პატიმრების უფლებებზეა ლაპარაკი, მოყოლაც კი ამაზრზენია იმისა, თუ რა ხდებოდა და დღევანდელთან შედარება, მართლაც, შეურაცხმყოფელია.

და ბოლოს, როდესაც რაღაც რეპლიკებს ვისმენ, ასევე უდიდესი ამორალურობაა, რეჟიმის მსხვერპლს დააბრალო რეჟიმთან სიახლოვე. მაგრამ იმდენად სწორად აქვთ ამასობაში გათვითცნობიერებული, რამდენად ამორალურია მათთან სიახლოვე, სწორედ ამ მეთოდით იბრძვიან. მართლაც ამორალურია პირადად ჩემთვის თქვენთან და თქვენს რეჟიმთან სიახლოვე. და ეს არის თქვენი იმ ტყუილების დაბრალების მოტივაცია, მაგრამ სიმართლე იმარჯვებს ყოველთვის. ასე იქნება და ასე არის ამ შემთხვევაშიც“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები